11:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 13:53:54, 2746 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: რუსეთი ცდილობს, დაშინების გზავნილი გამოაგზავნოს საქართველოში

„რუსეთი ცდილობს, დაშინების გზავნილი გამოაგზავნოს საქართველოში“,-ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ  8 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ვიზიტს.

ჭიაბერაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ამან არ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება,  საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არ ატარებს დათმობების პოლიტიკას, არამედ ფოკუსირებულია ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, დემოკრატიასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაზე.

„ სამწუხაროდ, საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ნებისმიერი ამ მიმართულებით  ქვეყნის წინ წაყვანა, რაც სამწუხაროდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის შემდეგ პუტინის ასეთი აგრესიული პოლიტიკისთვის საქართველოში“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics