|
2017-08-01 16:07:14, 844 ნახვა
სამხედრო
იზორია მაიკ პენსს: მინდა დაგარწმუნოთ, როგორც ღირსეული პარტნიორები, მტკიცედ ვიდგებით საერთო მისწრაფებების დასაცავად
„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ მხარდაჭერას და საქართველოს სამხედროების სახელით მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც ღირსეული პარტნიორები ჩვენ ბოლომდე მტკიცედ ვიდგებით საერთო მისწრაფებების დასაცავად“,-ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოსა და ზოგადად რეგიონული სტაბილურობისადმი. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ მინისტრო ძვირფასო სტუმრებო მოგესალმებით მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს. წვრთნების სახელწოდება ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არამხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ გლობალურ კონტექსტში ჩამოყალიბებულ ღირსეულ პარტნიორობას, რომლის 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ წელს. ჩვენ ჩვენი ღირსების დაცვის ისტორიულმა ტრადიციებმა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მისწრაფებამ, საერთო კულტურულმა ფესვებმა დაგვაკავშირა. ეს ფესვები გვაერთიანებს და საერთო პასუხისმგებლობას გვაკისრებს თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს, ჩრდილოატლანტიკური სივრცის განმტკიცების საქმეში. ჩვენი ერის დემოკრატიული განვითარების გზა, რეგიონში ამ სივრცის გაფართოების და განმტკიცების საუკეთესო მაგალითია. ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა ჩვენი საერთო ამოცანაა. სწორედ ამ ამოცანის განხორციელების ხელშეწყობაა მრავალეროვნული წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც 2015 წელს აშშ-მ და საქართველომ დავიწყეთ და დღეს სხვა პარტნიორებთან ერთად ფართო მასშტაბებით ვაგრძელებთ. აღნიშნული წვრთნები აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ისტორიაში წელს ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბიანი, კომპლექსური და დინამიურია. „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოსა და ზოგადად რეგიონული სტაბილურობისადმი. წვრთნები ემსახურება მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას“,-განაცხადა მინისტრმა. ლევან იზორიამ წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს სწავლების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზებაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა. ეს სახელი ჩვენმა სამხედროებმა იმ წვლილისთვის, სანდოობისათვის და თავდადებისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ამ გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული განვითარების მტკიცე მხარდაჭერაა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის თავისუფალი განვითარებისთვის, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებით მომავალ წლებში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)