|
2017-07-26 12:03:54, 2061 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი განხორციელდება
დაბა მანგლისის მოსახლეობასთან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. მანგლისის შემდეგ, სისტემური რეგისტრაციების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 დასახლებაში: არხილოსკალოში, ჯიმითში, არბოშიკში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში წარიმართება. მანგლისში შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად განახორციელებს. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს განცხადებით, ინდივიდუალურად მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ. საზოგადოებრივ ცენტრებს საპილოტე პროექტის წარდგენისას სპეციალური რუკან იყო წარმოდგენილი სადაც 45 - ვე საზოგადოებრივი ცენტრის მდებარეობა იყო ასახული, ასევე დარიგდა საინფორმაციო ფურცლები სადაც ცენტრების კონცენფციაზე იყო საუბარი. ინფრომაციისთვის, საქართველოში მოქმედ 45 საზოგადოებრივ ცენტრში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეების განცხადების საფუძველზე უკვე 180 000-მდე განცხადება დარეგისტრირდა. აღსანიშნავია რომ, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებული არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში ასევე განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)