15:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 11:16:00, 2185 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე მესამე საჯარო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მესამე შეხვედრა ტარდება. 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ღია ლექციაზე 237 ადამიანია დარეგისტრირებული. ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, კიდევ ერთ დღეს -28 ივლისს, 18:30 საათზე გაიმართება.

ღია კარის დღეებზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register  

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროში ორი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ჯამში, 300-ზე მეტი მსურველი დაესწრო.    

გადამხდელების ინფორმირების მიზნით ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია, რადგან ის საშუალებას იძლევა ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია, სწორად იქნას მიტანილი გადასახადის გადამხდელამდე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics