21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 20:05:15, 895 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ ფესტივალი გახსნა

21-23 ივლისს V საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" ბათუმი მასპინძლობს.

ფესტივალი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სასტუმრო „ეიფორიაში" გახსნა.

ინტელექტუალურ თამაშში 400-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი, ბელარუსელი, გერმანელი, ესტონელი, ებრაელი, ლიტველი, მოლდოველი, რუსი, სომეხი, უკრაინელი და ჩეხი მოაზროვნე მონაწილეობს. ღონისძიებაზე სათამაშოდ მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე ჩამოვიდა. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე „რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს" ორგზის მფლობელი - ალექსანდრ რუბინია.

ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!" და „ხამსა". აგრეთვე, შაბათს საღამოს, ფესტივალის პროგრამით„რა? სად? როდის?" ტურნირი გაიმართება სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს, საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში" ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.

ფესტივალი აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერით და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით ტარდება

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics