|
2017-07-14 16:53:37, 2773 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბენეფიციარის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრომეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ, გირჩის მურაბის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო. გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნითმონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში, რის ფარგლებშიც უფასო საკონსულტაციო მომსახურებები და სასწავლო კურსები გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და სამიზნე ბაზრებიც წარმატებით აითვისა. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ, ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც გვყავს 4 909 ბენეფიციარი",-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში".
(NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)