16:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 11:15:00, 2337 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა" დაესწრო.

თავდაცვის მინისტრმა ფორუმის ღამის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. პანელის განხილვის თემებს ევროპის გლობალური სტრატეგია და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები - ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, მიგრაციის კრიზისი, ევროპაში ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა, ასევე, მდგრადობა, როგორც საქართველოს შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასთან მიმართებაში და საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) წარმოადგენდა.

დისკუსიაში თემაზე „უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს: რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ თავდაცვის მინისტრთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი და სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი მონაწილეობდნენ.

„საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics