|
2017-07-13 17:33:11, 2130 ნახვა
საზოგადოება
Life N Style - საქართველო საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს
ასოციაცია „არტ კავკასიას", ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მეორედ ტარდება. პრინტი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლიარად ტირაჟირება, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი ორიგინალად ითვლება. 'LIFE- N- STYLE ' - ცხოვრების სტილი - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა. ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ წლევანდელი მასშტაბები ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებას და პოპულარობას. ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს. თავისი უჩვეულო საგამოფენო და ქუჩის გალერეის ფორმატით ექსპოზიციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს. ფესტივალის ფარგლებში, ასევე მოხდება ჩაის და ხელოვნების, ღვინის და ხელოვნების პრეზენტაციები, სადაც საზოგადოებას მიეცემა ჩართვის საშუალება. დამზადდება სხვადასხვა სახის სუვენირები პრინტების გამოსახულებით, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს დარგის პოპულარიზაციას. ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგია. თუმცა ბოლო წლებში ხელით ბეჭდვა - სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს. დაიკეტა ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონებში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები. ხოლო მხატვრებს და ფოტოხელოვანებს წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენებში. ტრადიცია შარშან აღდგა, პირველად პრინ-ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა. ორგანიზატორების ერთერთი მიზანი სწორედ ხელით ბეჭდვის დაკარგული მეთოდების გაცოცხლება იყო. ფესტივალს დიდი ინტერესი მოჰყვა, როგორც მონაწილე მხატვრების, ისე დამთვალიერებლების მხრიდან. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი არაერთმა უცხოელმა ხელოვანმა გამოთქვა. ორგანიზატორების აზრით, წელს პრინტ ფესტივალი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური იქნება, რაც მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას დაათვალიეროს და შეიძინოს საინტერესო ტექნოლოგიით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, როგორც ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების კოლექციებიდან, ასევე ახლაგაზრდა ხელოვანების შემოქმედებიდან. ნამუშევრების შექმნის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილე ხელოვანები სპეციალურად მათთვის მოწყობილ სახელოსნოში სერიგრაფიის ტექნიკით უკვე ერთი თვეა მუშაობენ. (R)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)