19:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 14:52:32, 871 ნახვა

რეგიონი
ხონში იუსტიციის სახლი აშენდება

ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის  მოსახლეობაც შეძლებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში  ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის  მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

ხონის იუსტიციის სახლი 920 კვ. მეტრი იქნება და ის 2000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.

ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში.

ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის რიგით მეოცე ფილიალი იქნება, 21-ე იუსტიციის სახლი კი მარტვილში აშენდება. მისთვის შერჩეული ადგილი იუსტიციის მინისტრმა გასულ კვირას მოინახულა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics