18:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 14:19:07, 993 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურა რუსეთს სთხოვს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს „სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო უწყება აღნიშნულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ნუსხაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ფიგურირებენ. მისივე თქმით, სულ სია 76 ადამიანისგან შედგება.

 „სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი განმარტებით, ოკუპირებული ცხინვალის შესაბამისმა დე-ფაქტო უწყებებმა ასევე მოამზადეს დოკუმენტები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, თუმცა ამ დრომდე, საქმის დაძვრა ვერ ხერხდება.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხვდებით საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულებას იმ საშინელი ქმედებების მიმართ, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა ბიბილოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics