|
2017-07-07 17:08:17, 2315 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე: შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს საზღვრები
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ პროცესი შეჩერდეს. "ცნობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენის მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს. შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)