12:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 12:55:26, 2627 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ველოდები პუტინთან შეხვედრას - ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს და "დიდი ოცეულის" სამიტს ეხმაურება.

"მოუთმენლად ველოდები მსოფლიო ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრების გამართვას, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. ბევრი რამ არის განსახილველი", - წერს ტრამპი.

კიდევ ერთ პოსტსში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს.

"მე წარმოვადგენ ჩვენს ქვეყანას კარგად და მისი ინტერესებისთვის ვიბრძოლებ. ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით", - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, დღეს ჰემბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. სწორედ აქ შედგება დონალდ ტრამპისა და ვლადიპერ პუტინის პირველი შეხვედრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics