15:44 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:38:59, 2271 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ჩხოროწყუში ჩატარებული სამაშველო ოპერაციისათვის პილოტებს და ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს

საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს.

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა.

 "ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეოპირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.

მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მაშველებმა ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics