2017-07-05 18:19:07, 2866 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტომას მარკერტი: ქართული პოლიტიკური ძალების ამოცანაა, კონსენსუსს მიაღწიონ
ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ძალების ამოცანაა, კონსენსუსს მიაღწიონ.
როგორც მარკერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მმართველმა გუნდა ისევე როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსის მიღწევაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ.
"ვიცით, რომ დამატებით მცდელობებს ჰქონდა ადგილი საქართველოში კონსენსუსის მისაღწევად, რაც საარჩევნო სისტემას ეხება. იმედი მაქვს, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება. ყველა - მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც უნდა ეცადოს, რომ კონსტრუქციული იყოს იმისათვის, რომ წვლილი შეიტანოს კონსენსუსის მიღწევაში. მომავალ კვირას ვენეციას კომისია შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ტომას მარკერტმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან