10:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 12:47:25, 2420 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შექმნილ ვითარებას მყისიერად გამოეხმაურება.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი  ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება", - აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics