13:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:15:06, 1884 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

1 ივლისს, „მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

პირველ ნახევარფინალში „35 -ე თბილისი“  „დიდუბეს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოდ, მატჩის ბედი, „35-ე თბილისის“ მიერ პირველ ნახევარში გატანილმა, ერთადერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ნახალოვკა“ და „თ.ს. სასამართლო“ დაუპირისპირდა.  მატჩი „ნახალოვკას“ უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით - 5:2 დასრულდა.

ფინალური შეხვედრა 1 ოქტომბერს გაიმართება. ამავდროულად, ფინალისტი გუნდები „მოყვარულთა თასის“ ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის მერიის თასის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics