09:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 09:25:25, 2241 ნახვა

პოლიტიკა
დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება

მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასკვნითი პლენარული სხდომა დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ  დეპუტატებმა პლენარული სხდომა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“შესატანი ცვლილების მეორე მოსმენით განხილვით დაიწყეს.

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გუშინწინდელ  სხდომაზე დაიწყო. ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ და შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური სახის ცვლილება.

გარდა ამისა, კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებები.

როგორც ცნობილია ივლისში რამდენიმე პლენარული სხდომა ჩატარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics