09:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 16:44:05, 2783 ნახვა

მსოფლიო
არაბული ქვეყნები ყატარს მოთხოვნებს უყენებენ - ერთი-ერთი ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ დახურვაა

ოთხმა ქვეყანამ, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ოფიციალურ დოჰას მოთხოვნების სია გაუგზავნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეგვიპტემ, საუდით არაბეთმა, გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა, ყატარისგან ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" დახურვა მოითხოვეს.

ამასთან, ჩამოთვლილი ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ ყატარი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ.

საბუთში დაკონკრეტებულია, რომ ტელეკომპანიის ყველა ფილიალი უნდა დაიხუროს.

როგორც მედია წერს, საუდის არაბეთი და ეგვიპტე ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" არაერთხელ ადანაშაულებდა ისლამისტურ პროპაგანდასა და განსხვავებული აზრის ხელშეწყობაში.

გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ყატარმა უნდა დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ირანთან ურთიერთობა შეკვეცოს - ეს ყველაფერი კი, 10 დღეში უნდა შესრულდეს.

ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში არსებულ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო რაც 10-ზე მეტმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ისინი ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნულ ბრალდებებს ოფიციალური დოჰა უარყოფს.

ამასთან, ყატარს აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიჰ მოჰამედ აბდელ რაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ სანამ სანქციები არ მოიხსნება, ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics