2017-06-20 14:43:00, 2405 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების კანონში არსებულ არაკონსტიტუციურ მუხლებს გააუქმებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრისა და მოსარჩელის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თვლის, რომ მოსმენების კანონში არსებული არაკონსტიტუციური მუხლები უნდა გაუქმდეს.
მისივე თქმით, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს იმ გადაწყვეტილებებსა და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც თავად შექმნა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმება მოითხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან