14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 10:57:55, 2167 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე მზად არის, სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილეობის თაობაზე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართოს

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე მზად არის, კიდევ ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სატელევიზიო მსჯელობაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე გავლენას არ მოახდენს.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე, ეს საშუალებას მისცემდა საზოგადოებას, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.

მისივე განცხადებით, სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ რეფორმა ჩიხში ვერ შევა და წარმატებით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics