09:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 23:35:29, 2632 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში ბომბი აფეთქდა

ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე ალ-ზაჰრას შიიტურ მეჩეთში საღამოს ლოცვის დროს ტერაქტი მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. 

მედია გავრცელებული ცნობით, ამ ეტაპისტვის გარდაცვლილად მხოლოდ 3 ადამიანი სახელდება, მათ შორის ერთი ოფიცერი. 

თვითმხილველების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში იყო დამონტაჟებული, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში კი შეიარაღებულმა მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics