12:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 11:54:21, 1974 ნახვა

კომენტარი
პრემიერი მუხთარლის საქმეზე: მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს.

"გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი. ეს შემიძლია გითხრათ ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს.

ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics