21:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 20:17:25, 1978 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის ფედერაციის ნომრიან სატვირთოს კახეთის გზატკეცილზე ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთთან ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. 

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანაში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ და მათ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს. 

რუსეთის ფედერაციის ნომრიანი სატვირთო კახეთიდან თბილისის გავლით ვლადიკავკაზისკენ გადაადგილდებოდა. 

საგარეჯოს სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ აალებული მანქანის ჩასაქრობად ოპერატიულად მივიდნენ. 

ამ ეტაპზე ხანძრის გამომომწვევი მიზეზი უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics