00:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 17:44:18, 2169 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი დღეს სასახლეში მიიღო.

შეხვედრისას ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში უნდა განახორციელოს. საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი გივიაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ირაკლი გივიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 8 ივლისიდან შეუდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics