23:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:07:10, 1992 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე: მოვუწოდებთ რუსეთს, საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან მუშაობა დაასრულოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, 2011 წლის შეთანხმების ყველა პუნქტის შესაბამისად, ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდეს და დაიწყოს შეთანხმების განხორციელება.

როგორც აბაშიძემ საბაჟო მონიტორინგის შესახებ საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს კომპანიასთან კონტრაქტზე მუშაობა.

„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ასევე დაასრულოს კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა, რათა დაიწყოს მისი განხორციელება ძირითადი შეთანხმების სრული შესაბამისობით. ცნობილია, რომ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის მხარე, რომლის დახმარებითაც მოხერხდა 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების მოგვარება. ჩვენ მზად ვართ მათი ჩართულობით და არსებული ფორმატებით გაგრძელდეს ამ საკითხზე მუშაობა" ,-განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics