13:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:47:53, 718 ნახვა

სამხედრო
საქართველოში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი  სტეფან პოლტორაკი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

უწყების ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ლევან იზორიამ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში  მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება.

საქართველოს სახელით,  ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას.

შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საქმიანობაზეც გაამახვილა და კოლეგას გამოცდილების გაზიარების მიზნით JTEC-ში უკრაინელი ექსპერტის მოვლინება შესთავაზა.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები კი, 2019 წელს JTEC-ში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

შეხვედრის დასასრულს კი, ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა“  და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მოიწვია.     

გაფართოებული შეხვედრის  დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრება და გმირთა მემორიალს გვირგვინით შემაკობს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics