11:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 15:41:27, 2243 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარეები აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა.

დანიშნულთაგან არცერთ კანდიდატს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია.

სასამართლოში 5 წლის ვადით დანიშნული თავმჯდომარეები  არიან: რუსთავის საქალაქო სასამართლო- მამია ფხაკაძე; თეთრი წყაროს რაიონული სასამართლო - ვლადიმერ ხუჭუა; ბათუმის საქალაქო სასამართლო - დავით მამისეიშვილი; ზუგდიდის რაიონული სასამართლო -ნატრული აკობია; გორის რაიონული სასამართლო- ნიკოლოზ მარსაგიშვილი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატა- გოჩა აბუსერიძე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლო- დიმიტრი გბრიტიშვილი; სამტრედიის რაიონული სასამართლო - ლევან მეშველიანი; ბოლნისის რაიონული სასამართლო-თეა ლეონიძე; ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე- თეიმურაზ სიხარულიძე; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო - ხვიჩა კიკილაშვილი; საჩხერის რაიონული სასამართლო - ივანე ყიფიანი.

ცნობისთვის, დღეს გასაუბრება სულ 12-მა კანდიდატმა გაიარა, საიდანაც 11 სასამართლოს თავმჯდომარედ, ერთი კი პალატის თავმჯომარედ გამწესდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics