20:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 15:43:20, 2052 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბათუმს ეწვია

დღეს აჭარას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერთან ერთად ეწვია.

მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან, მთავრობის წევრებთან და პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდა.

პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია 15 პოლონელი ჟურნალისტი, რომლებიც აჭარაში მიმდინარე ვიზიტს გააშუქებენ და რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.

საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის დელეგაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად გონიო - აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს დაათვალიერებს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პოლონეთის პრეზიდენტისა და აჭრის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრები, აჭარის მთავრობის მინისტრები და ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრებიან. მოგვიანებით კი ანდჟეი დუდა და ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში მეუღლეებთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გაისეირნებენ.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics