|
2015-04-16 11:45:20, 865 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ გაზის წყლის გამათბობლებზე 50%- იანი ფასდაკლება დაიწყო
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით სპეციალურ კამპანიას განაგრძობს და სენსაციურ ფასებს ამჯერად ცენტრალური გათბობის სისტემებზე, ასევე გაზის წყლის გამაცხელებლებზე გთავაზობთ. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან „ტექნო ბუმის“ ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მომხმარებელი ამერიკული „პრაიმისა“ და გერმანული „ვაგნერის“ გაზის წყლის გამათბობლებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ტექნიკის ღირებულება 150 ლარიდან იწყება. როგორც კომპანიის მენეჯმენტში ამბობენ, ფასდაკლების მიუხედავად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სურვილის შემთხვევაში განვადებითაც ისარგებლონ. „ კომპანია „ტექნო ბუმი“ საიუბილეო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს ყოველ კვირას სხვადასხვა სახის ტექნიკაზე ფასდაკლების, სასაჩუქრე და სხვა სახის აქციებს სთავაზებს. ამჯერად, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ გაზის წყლის გამაცხელებლებსა და ცენტრალური გათბობის სისტემებზე 50%-მდე ფასდაკლება დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ გამათბობლები ბუნებრივ აირს ეკონომიურად მოიხმარს, აქციის ფარგლებში მისი ფასი 150 ლარიდან იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანი ხარჯებს ორმაგად დაზოგავს. ტექნიკის რაოდენობა შეზღუდულია და ამიტომ აქცია მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება“, - აცხადებენ „ტექნო ბუმში“. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს „ტექნო ბუმის“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანია მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს. 2015 წლის ბოლოს კი, „ტექნო ბუმი“ წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. 50%-მდე ფასდაკლების აქცია „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)