19:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 17:01:34, 2413 ნახვა

სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით,  დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ​თურქეთში ექსტრადიცია იქამდე არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს დააკვირდება.

 „ჩვენ პირველივე დღეს შევხვდით ბრალდებულს და ადვოკატებს, გარკვეული მასალებიც მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნით, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 მაისს მას სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს ონლაინ-პეტიცია შეიქმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics