17:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:44:11, 2016 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას წინასწარ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროპული ოჯახისა და ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი აუცილებლად გახდება:

"ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა. მომავალი თაობებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ვფიქრობთ, ეს მიზანი არის ის, რისთვისაც დღეს ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს",- განმარტა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics