03:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:06:08, 1991 ნახვა

საზოგადოება
გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, პრემიერის განმარტებით, გამკაცრდება ჯარიმები მათთვისაც, ვინც გარემოს ნარჩენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დააბინძურებს:

"ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე გამოწერონ ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ითვალისწინებს მნიშვნელოვან გამკაცრებას",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics