|
2017-05-23 12:13:45, 1558 ნახვა
საზოგადოება
„მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებისგან შეტყობინება არ შესულა“
მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება საკონსულოს ცხელ ხაზზე არ შესულა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, საელჩოს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ, თუკი რაიმე დასჭირდებათ. მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მოქმედებს: (+995 32) 294 50 50. ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)