|
2017-05-23 12:09:59, 1573 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ელექტრონულ სისტემებთან აქვთ წვდომა. კურსი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. ბიუროს ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოსთვის კიბერსივრცის დაცულობისა და სტრუქტურულ ერთეულებსა და უწყებებს შორის კოორდინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. მან კიბერინციდენტების გაზრდის საგანგაშო ტენდენციაზეც ისაუბრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)