|
2017-05-22 17:02:54, 1704 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ახალგაზრდებსა და ლაბორატორიის სპეციალისტებს შორის პერიოდულად შეხვედრებს მართავს. ამჟამად, სადიაგნოსტიკო დეპარტამენტების საქმიანობის დეტალურად გასაცნობად, ლაბორატორიას მომავალი ვეტერინარები, ფიტოსანიტრები და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ესტუმრნენ. დარგის სპეციალობების მიხედვით, ტემპუსის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს პერმანენტულად უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)