|
2017-05-22 15:07:21, 1771 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე ცილისწამებისთვის საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვითომ ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაც სასულიერო პირთან, არის სიცრუე. ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ მამა გიორგის ცილი დასწამონ და ინფორმაციაც ამ მეთოდით ამიტომ გაავრცელეს", - აღნიშნა რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩხავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, ქარჩავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, რომ დეკანოზი დაახლოებით 50 მილიონი ლარის გათეთრებას გეგმავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)