|
2015-04-15 14:29:35, 829 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაციის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ისაუბრა. კომპანია, რომელიც ოპტიკური მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანასსაბოლოო მომხმარებლამდე. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზად არის, პასუხი გასცეს ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას, რომელიც მიღებულ იქნება დღეიდან 2015 წლის 30 აპრილამდე. ,,ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს 3 ნაბეჭდი, ხელმოწერილი ორიგინალის და ერთი ელექტრონული ასლის (PDF) სახით.განაცხადი მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში და უნდა ჩაბარდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არაუგვიანეს 2015 წლის 5 მაისის 14:00 საათისა. ამის შემდგომ, სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია გამოავლენს „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს, რომლებთანაც 2015 წლის 15მაისამდე გაიმართება დასაზუსტებელი შეხვედრები, სადაც განიხილება თითოეული კანდიდატის მიერ გაკეთებული შეთავაზება. დასაზუსტებელი შეხვედრების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2015 წლის 30 მაისამდე, წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადება, სადაც ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, გააუმჯობესონ ინტერესთა გამოხატვით შემოთავაზებული პირობები და დააზუსტონ ტექნიკური დეტალები,-‘’განაცხადა ნათია მიქელაძემ. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ სამთავრობო კომისია მოამზადებს რეკომენდაციას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად. საქართველოს მთავრობა გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავს არაუგვიანეს 14 ივნისისა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)