17:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 15:01:08, 2411 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთის მთავრობა გადადგა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთავრობის თხოვნა გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა.

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ ახალი კაბინეტის არჩევამდე მოვალეობები შეასრულონ.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, პარლამენტის ახალი მოწვევის პირველივე სხდომის დღეს. პრეზიდენტი 10-დღიან ვადაში პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო მინისტრთა კაბინეთი პრემიერის დანიშნვიდან 20-დღიან ვადაში უნდა აირჩეს. მთავრობის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეთის წევრები მოვალეობის შესრულებას აგრძელებნ.

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედ პრემიერ-მინისტრს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს ჩატარდა. არჩევნებში 9 პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, აქედან პარლამენტში 4 მოხვდა. ყველაზე მეტი ხმა მმართველმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიიღო - 49%. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics