20:46 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 11:35:49, 1622 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი BSEC -ის ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ შავი ზღვის ეკონომინკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, BSEC -ის მინისტერიალის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურითანამშრომლობის გაღრმავება იყო.

უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისასსაქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრმა  რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითშავი ზღვის აუზის ქვეყნების პოტენციალზე ყურადღება  გაამახვილა. 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა სტამბოლის სამიტზე საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად წახალისებას, სასოფლო-სამეურნეო დარგში ბარიერების მოხსნას და თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარების კუთხით. 

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ორმხრივი შსეხვედრები გამართა კოლეგებთან.

საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხესთან, სადაც ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი,  ლევან დავითაშვილმა თურქ კოლეგას, ფარუქ ჩელეკს უმასპინძლა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 12 ქვეყანას აერთიანებს და წელს დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს.

BSEC-ის მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics