15:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 18:13:41, 428 ნახვა

საზოგადოება
ყალბი დოკუმენტების გამოვლენის საკითხებზე სპეციალური ტრენინგები ჩატარდება

ყალბი დოკუმენტების გამოვლენის საკითხებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ.
სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი წარუძღვება. შესაძლო  ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის კუთხით დაგეგმილი ტრენინგები, თავდაპირველად,  სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსებს, მთავარ სპეციალისტებს, საზოგადოებრივი ცენტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ, რომლებიც, თავის მხრივ, მიღებულ ცოდნას  ტერიტორიული სამსახურების შესაბამის თანამშრომლებს გაუზიარებენ.
პირველ ეტაპზე, 16-17 აპრილს ტრენინგი ერთდროულად  6 რაიონში ჩატარდება: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე.  მოგვიანებით კი,  სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ყველა თანამშრომლის დატრენინგება მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics