|
2017-05-15 14:37:31, 3538 ნახვა
კულტურა
Tbilisi Newcomers 2017 - რეგისტრაცია დაიწყო!
„ალთერვიჟენ ჯგუფისა“ და ილიაუნის მხარდაჭერით, წელს უკვე მერვედ, “Tbilisi newcomers 2017” ჩატარდება. პროექტით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა 15–დან 27 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.newcomers.ge. კონკურსის ვებგვერდზე მსურველებმა უნდა ატვირთონ ფოტოსურათი, სამი mp3 და ბიოგრაფია. აპლიკაციის განხილვის შედეგად შერჩეული საუკეთესო ბენდები მოწვეული იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ფინალური შოუკონცერტი კი 10 ივნისს შედგება, ლისის ტბაზე, ილიაუნის მე–11 დაბადების დღეზე. ორგანიზატორების თქმით, “Newcomers” დღეს ალტერნატიული სცენის პროგრესირების ერთადერთი საშუალებააა. როგორც „ალთერვიჟენ ჯგუფის“ პროდიუსერმა სანდრო სულაქველიძემ განაცხადა, პროექტის გამარჯვებულები “Tbilisi Open Air 2017”– ში მიიღებენ მონაწილეობას. “ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისთვის პროექტ “newcomers”-ში გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი ფესტივალ “Open Air”-ში მონაწილეობა იქნება ამიტომ პირველ სამ ადგილზე გასული ბენდები “Tbilisi Open Air 2017”–ზე დაუკრავენ”,–განაცხადა სანდრო სულაქველიძემ. პროექტი “Tbilisi newcomers” ახალი ბენდების და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება და 2009 წლიდან ტარდება ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air”–ის ფარგლებში.“Tbilisi newcomers” ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწიელობის სურვილი 1000–მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა. “Tbilisi newcomers” ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო “ნიუქამერ” ბენდს, რომელიც უკვე შერჩეულ უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად ფესტივალში “Tbilisi Open Air” მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, “Tbilisi newcomers 2017”–ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე გაიმართება. საუკეთესო “ნიუქამერ” ბენდი სწორედ ილიაუნის დაბადების დღის სცენაზე დასახელდება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)