|
2017-05-12 11:04:20, 1423 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია. კერძოდ, კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 68%-მა დააფიქსირა, რომ მისაღებია, ხოლო 21%-მა აღნიშნა, რომ არაა მისაღები. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 80%-მა დააფიქსირა, რომ მისაღებია, ხოლო 12%-მა აღნიშნა, რომ არაა მისაღები. ამასთან, შეკითხვაზე-როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი-12%-მა განაცხადა, რომ მომავალ 5 წელიწადში, 15%-ის აზრით, 5-10 წლის შემდეგ, 20%-ის შეფასებით-10 წლის შემდეგ, 16%-ის თქმით-არასდროს, ხოლო 38%-მა აღნიშნა, რომ არ იცის. ასევე, კითხვაზე-თუ საქართველო შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი-გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ მომავალ 5 წელიწადში, 21%-მა აღნიშნა, რომ 5-10 წლის შემდეგ, 18%-ის აზრით, 10 წლის შემდეგ, 10%-ის თქმით-არასდროს, ხოლო 32% აცხადებს, რომ არ იცის. გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია,ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, ასევე მოუტანს მეტ უსაფრთხოებას და გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, ისინი (43%) აცხადებენ, რომ გაწევრიანება წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან.ასევე 24% აღნიშნავს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)