|
2017-05-11 12:07:13, 1890 ნახვა
საზოგადოება
მერია: თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ
თბილისში, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობენ. მერიის ინფორმაციით, გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა - 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა. „2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. სულ, დედაქალაქში, 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)