|
2017-05-08 16:57:01, 2272 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ირმა ინაშვილს თავისი მათემატიკა აქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს მოეწონათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბონუსის სისტემასთან დაკავშირებულ კითხვას გამოეხმაურა. „ ბონუსის მათემატიკა არის ერთი. არ შეიძლება ორი მათემატიკა იყოს. ქალბატონ ირმას თავისი მათემატიკა აქვს, რაც მისი პარტიის მხარდამჭერებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს მოეწონათ. თუმცა ეს არის თქვენი მათემატიკა. ბონუსი ბოლო არჩევნების მიხედვით იქნებოდა 8%, ბოლო არჩევნების მიხედვით 5%. ეს არის მათემატიკა, რომელიც არის ერთი. რაც შეეხება მითვისებას, ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ის, რომ ერთი პარტიისთვის მიცემული ხმა გადადის მეორე პარტიაზე. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და არის ერთადერთი გამონაკლისი ნიდერლანდები, სადაც სხვის ხმას არ იღებს პარტია. სადაც დაწესებულია საარჩევნო ბარიერი, ყველგან ხდება ბრჭყალებში მითვისება ხმების“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი: ჩემთვის ბონუსის სისტემა მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)