02:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 19:43:18, 2193 ნახვა

სამართალი
პროკურორი: სასამართლომ ჩვენი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე წარდგენილი მათი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო.

როგორც წიკლაურმა შესვენებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ე.წ. ამოღება და დათვალიერება კანონიერი საგამოძიებო მოქმედებაა.

 "გახსოვთ ადვოკატთა ხმამამაღალი განცხადებები ციანიდის ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, თითქოს გარკვეული მანიპულაცია მოხდა და ასაბუთებდნენ, რომ თითქოს უკანონო იყო ეს მოქმედება.დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს მსგავსი შუამდგომლობა.მოსამართლემ დეტალურად მოისმინა ორივე მხარისგან არგუმენტები.დეტალურად გაეცნო და შეაფასა ის შუამდგომლობები და დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ ციანიდის ე.წ. ამოღება და დათვალიერება აბსოლუტურად კანონიერი საგამოძიებო მოქმედებაა.მოსამართლემ ცნო დასაშვებად ეს მტკიცებულება და საბოლოდ დადასტურდა, რომ არავითარ დარღვევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია.კანონის ზედმიწევნითი დაცვით იქნა ჩატარებული და მთავარი მტკიცებულებები, რაც გვაქვს წარდგენილი, ყველა ცნო დასაშვებად. დარჩა ადვოკატების ერთი შუამდგომლობა, რომელსაც ასევე გავცემთ პასუხს",-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 11 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი დსხურულ რეჟიმში განახლდა. დარჩენილია ადვოკატების ერთი შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლო განიხილავს

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics