09:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 16:52:33, 1918 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი შეარჩია

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ახალი პროგრამის - „ახალგაზრდებთან მომუშავე ტრენერები“ - მონაწილეებს შეხვდა.

ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია როგორც მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნა/უნარ-ჩვევები) განვითარება ახალგაზრდებთან მუშაობის სფეციფიკის გათვალისწინებით, ისე  ქვეყანაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდული აქტივობების ხარისხის/რაოდენობის ზრდა.

ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი 200-ზე მეტი აპლიკანტისგან შეირჩა. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობას, ცენტრში მიმდინარე პროგრამების მიზნებსა და გეგმებს. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მოხალისე ტრენერებს  გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონკურსის წესით შერჩეული მონაწილეები ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულ თემებზე ჩაატარებენ ლექცია/სემინარებს, ინტერაქტიულ ტრენინგებს, სიმულაცია/მოდელირებებს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics