|
2015-04-11 11:28:33, 922 ნახვა
სამართალი
ლევან იზორია: შალვა აბულაძემ გაქცევა სცადა
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის დაკავება ყოველგვარი დაზიანების გარეშე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აბულაძემ გაქცევა სცადა. იზორიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ძებნილს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და თავად ჩაბარდა პოლიციას, სიმართლეს არ შეესაბამება. „გამთენიისას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრის ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია განხორციელდა. ძებნილი ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, მიტოვებულ სახლში იმალებოდა. როდესაც ის ალყაში მოაქციეს, შეიარაღებულმა გაქცევა სცადა. ამ დროს პოლიციის გამაფრთხილებელ გასროლა მოახდინა და ძებნილი აიყვანეს. სპეცოპერაციის შედეგად არავითარ დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, განსხავებით იმ სპეცოპერაციებისგან, რომელიც ახლო წარსულიდან გვახსოვს, ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია, ნავთლუღის სპეცოპერაცია, სადაც სახელმწიფო სხვა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდა. ყველაფერი მაქსიმალურად კანონის დაცვით განხორციელდა და ძებნილი პირი დაკავებულია", - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, რამინ მამედოვისა და შალვა აბულაძის დაკავებებს შორის კავშირი არაა და მამედოვს სამართლადამცავებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა ძებნის გამოცხადების დღიდან პოლიციას ინფორმაციას აქტიურად აწვდიდა და მას ოპერაციის ეფექტიანად ჩატარებაში დაეხმარა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)