|
2017-05-02 18:55:24, 1640 ნახვა
საზოგადოება
თბილისის გენგეგმის შემსრულებელი კომპანია არქიტექტურის სამსახურმა 151 200 ლარით დააჯარიმა
თბილისის გენგეგმის შემსრულებელი კომპანია არქიტექტურის სამსახურმა 151 200 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყებაში გაგვიმარტეს კომპანია "სითო ინსტიტუტი საქართველო" სამჯერ დაჯარიმდა წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად: თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი არ შეესაბამება მოთხოვნას, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვალდებულია უსასყიდლოდ გამოასწოროს ნაკლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. "თუ ფაქტი განმეორდება, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ნაკლის გამოსწორებასთან ერთად ეკისრება ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით. მესამედ იგივე შემთხვევა იწვევს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაჯარიმებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სამუშაოების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე, წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დაჯარიმებულ იქნა სამჯერ: 1) მეორე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 2) მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 3) მეოთხე მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას -140 000 ლარით." - განმარტავენ არქიტექტურის სამსახურში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად: საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დახარვეზებული დოკუმენტაციის კორექტირებისა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)