|
2017-05-02 17:40:58, 1416 ნახვა
საზოგადოება
N16 პენიტენციურ დაწესებულებას ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დელეგაცია ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ვისკონსინის დელეგაციას ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი ჯიმ ზენონი, დოდჯის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი დილონ რადტკე, ზრდასრულთა დაწესებულებების სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი მარკ უაისბერგერი და ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების დანაყოფის უფროსი ერიკ ბარბერი წარმოადგენენ. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ლევან წყარუაშვილმა და სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაურმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და სასწავლო ბლოკები, ბიბლიოთეკა, სასადილო, გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს. ასევე, დეტალურად გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებსა და პროფესიული სწავლების კურსებს. ვისკონსინის შტატის ოშკოშის სასჯელაღსულების დაწესებულებების დანაყოფის უფროსის ერიკ ბარბერის განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ვისკონსინის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის რამდენიმეწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. „N16 დაწესებულებაში უკვე მესამედ ვიმყოფებით. პირველად ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით, როცა დაბალი რისკის დაწესებულების გახსნა იგეგმებოდა და მართვის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. დღეს უკვე სახეზეა, თუ როგორ წაიწია წინ მოდერნიზაიის პროცესმა. აღსანიშნავია ფართომასშტაბიანი რეფორმები და სისტემური ცვლილებები. მსგავსი ტიპის დაწესებულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და დანაშაულებრივი ქცევის არმოფხვრას უწყობს ხელს,“ - აღნიშნა ერიკ ბარბერმა. ვისკონსინის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) ორგანიზებით დაიგეგმა, მიზნად პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერებას, საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობის ზრდასა და სასჯელაღსრულების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური დანიშნულების ძალების შეფასება, N2, N14, N3, N16, N6 პენიტენციური დაწესებულებებისა და სასწავლო ცენტრის დათვალიერება, ასევე შეხვედრები სამინისტროსა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)