|
2017-05-02 17:29:26, 1479 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა. მინისტრმა კანონმდებლებთან ერთად მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. კახა კახიშვილის განცხადებით პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მსჯავრდებულ დედებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სამ წლამდე ასაკის შვილთან ერთად იმყოფებიან, უფლება მიეცემათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში დროებით დატოვონ პენიტენციური დაწესებულება; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; ასევე, იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. შეხვედრა ინტერაქიულ რეჟიმში წარიმართა. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრმა და დეპუტატებმა მსჯავრდებულების პოზიციებიც მოისმინეს. მსჯავრდებულებმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით მნიშნელოვანია, როდესაც მისი კომიტეტის წევრები მინისტრთან ერთად უსმენენ მსჯავრდებულებს. „პირადად ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ პოზიცია რეფორმებთან დაკავშირებით, მიხარია რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო ამ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტებით. რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები, თუმცა ჩვენ რეფორმებს აუცილებლად გავაგრძელებთ,“-განაცხადა სოფიო კილაძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით დაწესებულებაში მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა და კონკრეტულ საკითხებზე თავად მსჯავრდებულების მოსაზრებების მოსმენა იყო. ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)